პოლიტიკა როგორც მოწოდება და ხელობა

ახალი

ავტორი: მაქს ვებერი

პოლიტიკა როგორც მოწოდება და ხელობა

მეოცე საუკუნის უდიდესი სოციოლოგის, მაქს ვებერის თხზულება „პოლიტიკა, როგორც მოწოდება და ხელობა“ მოგვითხრობს პოლიტიკის რაობისა და პოლიტიკოსის დანიშნულებაზე. იგი განკუთვნილია პოლიტიკოსების, პოლიტოლოგების და საერთოდ, პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანთა ფართო წრისათვის. 

 

ვებერის Politik als Beruf დღესაც მიჩნეულია პოლიტიკაზე მის შეხედულებათა უმაღლეს გამოხატულებად. უნდა აღინიშნოს, რომ გერმანული Beruf ორაზროვნებას შეიცავს. თარგმანში ეს გერმანული სიტყვა ორი ქართული სიტყვითაა გადმოცემული, როგორც მოწოდება და ხელობა. ამგვარი არჩევანი კი მომდინარეობს თავად წიგნის შინაარსიდან, სადაც პოლიტიკის, როგორც ხელობისა და როგორც მოწოდების ურთიერთკავშირი მაღალ თეორიულ დონეზეა გააზრებული. 

 

მთარგმნელი: გიორგი ბარამიძე

გაზიარება:

წიგნის შეძენა

დაგვიტოვეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით!